ახალი ამბები

სააკაშვილის ძმა ჯერ რეგიონებში, შემდეგ კი თბილისში აანონსებს აქციებს

5 მაისი, 2022 • 4092
სააკაშვილის ძმა ჯერ რეგიონებში, შემდეგ კი თბილისში აანონსებს აქციებს

მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ოჯახი და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ.

5 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქციის დასასრულს, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა, რომ 6 მაისს აქცია ბათუმში გაიმართება:

„[შემდეგ] იმერეთს და სამეგრელოს მოვივლით და დავბრუნდებით თბილისში მასშტაბური აქციით“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

რამდენიმე დღეა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებსს მართავს და მკურნალობის მიზნით ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან ფიქრობენ, რომ საქართველოში მას შესაბამის მკურნალობას ვერ ჩაუტარებენ.

ასევე, აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილისგან ითხოვენ სააკაშვილის შეწყალებას და ყველა იმ ბერკეტის გამოყენებას, რაც ქვეყნის პრეზიდენტს აქვს.

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი