ახალი ამბები

მიშელი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის მოხმარებას ემხრობა

6 მაისი, 2022 • 906
მიშელი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის მოხმარებას ემხრობა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ემხეობა სანქცირებული რუსების ქონების კონფისკაციასა და გაყინული რუსული აქტივების უკრაინის აღდგენისთვის მოხმარებას. ამის შესახებ მან interfax-თან ინტერვიუში ისაუბრა.

თუმცა მიშელი აღნიშნავს, რომ სამართლებრივად ეს ძალიან რთული პროცესი იქნება, ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის საკანონმდებლო სისტემის გათვალისწინებით.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს იურიდიულ სამსახურს სთხოვა შეიმუშაონ, თუ როგორ შეიძლება სამართლებრივად, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით, სანქცირებული პირების ქონების კონფისკაცია.

„პირადად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აქტივების გაყინვა, არამედ კონფისკაციაც… ჩემი აზრით, ეს არის სამართლიანობის საკითხი… ამ ფულის ხელმისაწვდომობა… განსაკუთრებით, ქვეყნის აღდგენისთვის“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშრიმა რუსეთს სანქციები დაუწესა. სანქციების შედეგად დაყადაღებულია რუსეთის ოქროსა და უცხოური ვალუტის რეზერვის თითქმის ნახევარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი