ახალი ამბები

სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ ჩამოშორდება პოლიტიკას – ხაბეიშვილი

5 მაისი, 2022 • 1510
სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ ჩამოშორდება პოლიტიკას – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ ჩამოშორდება პოლიტიკურ ცხოვრებას, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს.

„პრეზიდენტი სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ ჩამოშორდება პოლიტიკურ ცხოვრებას, დარწმუნებული ვარ, თუ ჯანმრთელობა შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა 5 მაისს „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას.

რამდენიმე დღით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, სააკაშვილი „ალბათ, მზად არის“, ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, თუკი მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ.

რამდენიმე დღეა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებსს მართავს და მკურნალობის მიზნით ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

ვრცლად ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი