ახალი ამბები

ცისკარიშვილი: სააკაშვილი „ალბათ მზად არის“, პოლიტიკას ჩამოშორდეს, თუ უცხოეთში გაიყვანენ სამკურნალოდ

28 აპრილი, 2022 • 1177
ცისკარიშვილი: სააკაშვილი „ალბათ მზად არის“, პოლიტიკას ჩამოშორდეს, თუ უცხოეთში გაიყვანენ სამკურნალოდ

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მისი აზრით, სააკაშვილი „ალბათ, მზად არის“, ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, თუკი მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ.

28 აპრილს „პალიტრანიუსის“ ეთერში ჟურნალისტიკის კითხვაზე, მკურნალობის მიზნით მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შემთხვევაში, ყოფილი პრეზიდენტი მზად არის თუ არა ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს“, პეტრე ცისკარიშვილმა უპასუხა:

„ამასთან დაკავშირებით მანაც გააკეთა განცხადება. არ ვიცი, ეს პიროვნულად მისი გადასაწყვეტია. ალბათ, მზად არის, რადგან აქ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. თუ ასე გაგრძელდა, როგორც არის, ადამიანი უბრალოდ აღარ იქნება, გარდაიცვლება, მოკვდება მიხეილ სააკაშვილი. შეიძლება, იმდენი ესმის „ქართულ ოცნებას“, რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილი მათთვისაც დამაზიანებელი აღმოჩნდება და ქვეყანა ძალიან დიდ ქაოსში და უბედურებაში ჩავარდება. ყველასთვის დამაზიანებელი იქნება და ისინიც ჩაჰყვებიან ამას, ვერ იხეირებენ ამით“.


მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ორშაბათამდე, 2 მაისის 18:00 საათამდე აძლევს ვადას, რათა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა 28 აპრილს, საღამოს რუსთავის ციხესთან, ოჯახთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ოჯახი პერმანენტულ აქციებს გამართავს.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი