ახალი ამბები

სააკაშვილი სერგეენკოს და ხუნდაძეს მის მონახულებას სთხოვს

4 მაისი, 2022 • 1112
სააკაშვილი სერგეენკოს და ხუნდაძეს მის მონახულებას სთხოვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართავს დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და „პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ჰიპოკრტეს ფიცი აქვს დადებული“, სთხოვს, მოინახულონ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და შესაბამისი დასკვნა გააკეთონ.

„ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ასე მოიქცევით, მიგიღებთ და შეგხვდებით როგორც ექიმებს და არა პოლიტიკოსებს, ჩემს მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს. არ ვაპირებ არანაირი პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით და მხოლოდ იმის შესაძლებობაზე ვისაუბრებთ, რომ გამსინჯოთ და მიიღოთ ობიექტური დასკვნა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე მოგიწოდებთ, რომ შემოსვლის შემდეგ საჯარო განცხდებები გააკეთოთ და საჯარო დისკუსიები გამართოთ, როგორც პარლამენტის წევრებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს თქვენი ადამიანური მიდგომების, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და ჰიპოკრატეს ფიცისადმი თქვენი პროფესიული ერთგულების!“ — აცხადებს სააკაშვილი.

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამ დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ სააკაშვილი საკმარისად იღებს ცილებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი