ახალი ამბები

კალაძემ პოდოლიაკს „სამარცხვინო არსება“ უწოდა

4 მაისი, 2022 • 2661
კალაძემ პოდოლიაკს „სამარცხვინო არსება“ უწოდა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და რუსეთთან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი მიხაილო პოდოლიაკი „სამარცხვინო არსებაა“.

ასე გამოეხმაურა კალაძე „ამერიკის ხმასთან“ პოდოლიაკის ინტერვიუს, სადაც მან თქვა, რომ საქართველო უკრაინაში ომს უცნაურად უყურებს.

პოდოლიაკის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, პირდაპირ თუ ირიბად, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია, და დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენა აქვს.

კალაძემ მედიის წარმომადგენლებს მიმართა, რომ დაინტერსდნენ, პოდოლიაკი „რა ცხოვრებით ცხოვრობდა“.

„პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო. ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან მარტივად, ჩაეძიოთ და მოიძიოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ.

მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიხაილო პოდოლიაკთან „ამერიკის ხმის“ ინტერვიუ შეგიძლიათ  ნახოთ აქ:

პოდოლიაკი: საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს

მასალების გადაბეჭდვის წესი