ახალი ამბები

რუსული ძალების გასვლის შემდეგ, ირპენში 290 მოქალაქის ცხედარი იპოვეს – მერი

4 მაისი, 2022 •
რუსული ძალების გასვლის შემდეგ, ირპენში 290 მოქალაქის ცხედარი იპოვეს – მერი

რუსული ძალების გასვლის შემდეგ, კიევთან მდებარე ქალაქ ირპენში სულ მცირე 290 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ 2 მაისს ირპინის მერმა, ალექსანდრე მარკუშინმა განაცხადა.

მერის თქმით, იდენტიფიცირებულია 185 დაღუპული, რომელთა უმრავლესობა კაცია. მისივე თქმით, მათი გარდაცვალების მიზეზი „შრაპნელითა“ და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები გახდა.

მარკუშინის თქმით, დაღუპულთაგან სულ მცირე ხუთი დაიღუპა თავის ტვინის დაზიანებებითა და შიმშილით, ხუთი ადამიანი კი ბავშვთა განვითარების ცენტრის შენობაში დახვრიტეს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი