ახალი ამბები

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

3 მაისი, 2022 •
უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

პირველად რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

უკრაინული მედიის ცნობით, განგაშია გამოცხადებული ყველგან, გარდა ხერსონის რეგიონისა და ოკუპირებული ყირიმისა.

ამასთან, ლვოვის მერი ანდრი სადოვი იტყობინება, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. მისივე ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ელექტროსადგური დაზიანდა და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა.

ის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისაკენ მოუწოდებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი