ახალი ამბები

დონეცკის ოლქში ქარხანაზე რუსეთის თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა – გუბერნატორი

3 მაისი, 2022 • 847
დონეცკის ოლქში ქარხანაზე რუსეთის თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა – გუბერნატორი

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში კოქსის ქარხანაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამინი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო ავრცელებს.

მისი თქმით,  დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება და შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

„რუსებმა ზუსტად იცოდნენ, სად უმიზნებდნენ – მუშებმა ახლახან დაასრულეს ცვლა და გაჩერებაზე ელოდნენ ავტობუსს, რომელიც ქარხნიდან სახლში უნდა წაეყვანა. რუსების კიდევ ერთი ცინიკური დანაშაული ჩვენს მიწაზე. მათ ყველაფერზე პასუხის გაცემა მოუწევთ“,- განაცხადა მან.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი