ახალი ამბები

რუსულმა ძალებმა მარიუპოლიდან 40 000-მდე ადამიანი გადაასახლეს – ქალაქის მერი

3 მაისი, 2022 •
რუსულმა ძალებმა მარიუპოლიდან 40 000-მდე ადამიანი გადაასახლეს – ქალაქის მერი

რუსულმა ძალებმა მარიუპოლიდან რუსეთში ან სეპარატისტულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში თითქმის 40 000 ადამიანი გადაასახლეს. ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ დღეს, 3 მაისს, განაცხადა.

„ჩვენ უკვე გადავამოწმეთ მარიუპოლიდან რუსეთში ან ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გადასახლებულთა სიები. თითქმის 40 000 ადამიანია. ახლა მათ დაიწყეს ამ სიების დამალვა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ყველაფრის გადამოწმება არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ბოიჩენკომ.

მისივე ცნობით, რუს სამხედროებს ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთის  შორეულ აღმოსავლეთში ან ციმბირში  მიჰყვათ და იქ იყენებენ სხვადასხვა სამუშაოებისთვის.

მისივე თქმით, მარიუპოლის მოსახლეობას ეძლევა გადახლების მოწმობა და ჩართულები არიან „დამამცირებელ სამუშაოებში“.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლი რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა. რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება შეტევის ახალი მიმართულებებით გადატანის შესაძლებლობა. გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი