ახალი ამბები

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში ჩართული 9 პირი გამოვავლინეთ – პროკურატურა

2 მაისი, 2022 • 2339
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში ჩართული 9 პირი გამოვავლინეთ – პროკურატურა

პროკრუატურის ინფორმაციით, ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ უწყებამ განცხადება დღეს, 2 მაისს გაავრცელა.

“პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, დევნა დაწყებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 7 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ. ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის, ხოლო იურიდიული პირების მიმართ- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის (ფულის გათეთრება).

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, ამ ეტაპისთვის, ანალოგიურ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 24 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ, ხოლო 1 პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი