ახალი ამბები

დანებებას არ ვითხოვთ, უბრალოდ შეწყვიტონ წინააღმდეგობა – ლავროვი

2 მაისი, 2022 • 10227
დანებებას არ ვითხოვთ, უბრალოდ შეწყვიტონ წინააღმდეგობა – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის პრეზიდენტისგან დანებებას არ ითხოვს, თუმცა ითხოვს წინააღმდეგობის შეწყვეტას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია, TASS ავრცელებს.

“ჩვენ მისგან [ზელენსკისგან] დანებებას არ ვითხოვთ. ვითხოვთ, რომ გასცეს ყველა მოქალაქის გათავისუფლების ბრძანება და შეწყვიტოს წინააღმდეგობა. ჩვენი მიზანი არ მოიცავს უკრაინაში რეჟიმის შეცვლას”, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ზელენსკის ამ გზით შეუძლია საკუთარ ქვეყანაში მშვიდობის დამყარება.


24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი.

ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი