ახალი ამბები

ჩვენი სამხედროები თავის ქმედებებს 9 მაისს ხელოვნურად არ მოარგებენ – ლავროვი

2 მაისი, 2022 • 1202
ჩვენი სამხედროები თავის ქმედებებს 9 მაისს ხელოვნურად არ მოარგებენ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები „სპეციალური ოპერაციის“ მიმდინარეობას კონკრეტულ თარიღს, მათ შორის 9 მაისს, არ მოარგებენ.

ამის შესახებ მან იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-თან ინტერვიუში ისაუბრა. ლავროვს ჰკითხეს, დასრულდება თუ არა ე.წ. სპეცოპერაცია 9 მაისამდე.

„ჩვენი სამხედროები ხელოვნურად არ მოარგებენ თავიანთ ქმედებებს რაიმე თარიღს, მათ შორის გამარჯვების დღეს. ჩვენ საზეიმოდ აღვნიშნავთ 9 მაისს, როგორც ყოველთვის. გავიხსენებთ მათ, ვინც დაეცა რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის სხვა რესპუბლიკების გასათავისუფლებლად, ნაცისტური ჭირისგან ევროპის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვს ასევე ჰკითხეს, რა შეიძლება მოხდეს მოახლოებულ „გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, საბჭოთა კავშირში არსებობდა ტრადიცია, რომ რომელიმე დღესასწაულისთვის აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო „რამე დიდი და ხმამაღალი“.

„ჩვენი მოქმედებები უკრაინაში მხოლოდ ამოცანებზეა კონცენტრირებული“, – განაცხადა ლავროვმა.


რუსეთი  უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბებმა ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი