ახალი ამბები

პროფკავშირები მშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვენ — აქცია კანცელარიასთან

1 მაისი, 2022 • 792
პროფკავშირები მშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვენ — აქცია კანცელარიასთან

მშრომელთა საერთაოშიროს დღესთან, 1 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი დაესწრო.

აქციაზე წაიკითხეს მანიფესტი, რომელშიც მშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე მთავარი მოთხოვნაა ჩამოყალიბებული.

ესენია:

  • გაუმჯობესდეს დასაქმებულთა უფლებები;
  • დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასი;
  • დადგინდეს უმუშევრობის შემწეობა;
  • დეკრეტული შვებულება ღირსეულად ანაზღაურდეს;
  • შემცირდეს ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა;
  • უზრუნველყოფილი იყოს შრომისთვის უსაფრთხო გარემო;
  • დაწესდეს 8 საათიანი სამუშაო დღე;
  • დადგინდეს ეფექტიანი საპენსიო რეფორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი