ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.
ბულგარეთში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალურ დაპირისპირებაში მან ბელგიელი მეტოქე დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს მიმდინარე ტურნირზე პირველი ოქროა.
ტურნირი ხვალ სრულდება.