ახალი ამბები

პავლიაშვილი კრემლში რუს სამხედროებს უმღერებს

28 აპრილი, 2022 •
პავლიაშვილი კრემლში რუს სამხედროებს უმღერებს

სოსო პავლიაშვილი მონაწილეობას მიიღებს კრემლში დაგეგმილ კონცერტში, სადაც საპატიო სტუმრებად მიწვეული იქნებიან უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცებიც. კონცერტი 4 მაისს არის ჩანიშნული.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, სოსო პავლიაშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებს გრიგორი ლეფსიც.

“რია ნოვოსტი” აღნიშნულ კონცერტს აღწერს, როგორც “საზოგადოებრივ-პატრიოტული აქციის გალა-კონცერტს”, სახელწოდებით – “მადლობა ერთგულებისთვის, შთამომავლებო”. ღონისძიების საპატიო სტუმრები ასევე იქნებიან: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, იუნკრები და რუსეთის საზოგადოებრივი და პატრიოტული ორგანიზაციების წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი