ახალი ამბებირეკლამა

ინტელიექსპრესის განახლებული ფილიალი ქუთაისში

28 აპრილი, 2022 • 6304
ინტელიექსპრესის განახლებული ფილიალი ქუთაისში

დღეს, ქუთაისში, ჭავჭავაძის 67-ში ინტელიექსპრესის განახლებული ფილიალი გაიხსნა. ამ ეტაპზე ინტელიექსპრესი ქუთაისში 4-ი, ხოლო საქართველოს მასშტაბით 22 ფილიალიათ არის წარმოდგენილი.

ინტელიექსპრესი მსოფლიოში ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა. მისი სერვისებით სარგებლობა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს შეუძლიათ. ინტელიექსპრესის სერვისები მოიცავს: სწრაფ ფულად გზავნილებს, სალომბარდე და იპოთეკურ სესხებს, ვალუტის კონვერტაციას, როგორც სტანდარტული, ასევე შეღავათიანი კურსით, კომუნალურ და სხვა სახის გადახდებს. ინტელექსპრესის ფილიალებიდან ასევე შესაძლებელია თანხის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე, როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებში. საბანკო გადარიცხვა ხდება საუკეთესო ტარიფით, ერთ სამუშაო დღეში, დაზღვევის დამატებითი ხარჯის გარეშე. უკრაინის შემთხვევაში კი შესაძლებელია თანხის უფასოდ, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გადარიცხვა უკრაინის ეროვნული ბანკის საქველმოქმედო საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულ ანგარიშზე გადარიცხვის ყველანაირ საკომისიოს ინტელიექსპრესი თვითონ ფარავს.

როგორც ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში. ასევე აქვს სპეციალური ლიცენზიები უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას, ფილიპინების, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნეპალის, პაკისტანის და შრი-ლანკას ცენტრალური ბანკებიდან. საქართველოს გარდა, კომპანია ფლობს საკუთარ ფილიალებს დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, თურქეთში, იტალიასა და კვიპროსში. ფულადი გზავნილების კომპანიის სერვისი, აგენტი ბანკების, პარტნიორი სისტემებისა და საკუთარი ფილიალების მეშვეობით, ხელმისაწვდომია ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის 70-ზე მეტ ქვეყანაში.

საქართველოში ინტელიექსპრესის ფილიალების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი