ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთს სერიოზულად ზღუდავს” – არძინბა სოლოვიოვთან ინტერვიუში

27 აპრილი, 2022 • 3207
“საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთს სერიოზულად ზღუდავს” – არძინბა სოლოვიოვთან ინტერვიუში

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთში აღნიშნულ პოსტზე სამუშაოდ მოსკოვიდან რამდენიმე თვის წინ ჩავიდა, რუსეთის სახელისუფლებო ჟურნალისტთან, ვლადიმერ სოლოვიოვთან დღევანდელ, 27 აპრილის ინტერვიუში, სხვადასხვა საკითხთან ერთად, საქართველოს შესახებაც საუბრობს.

“ჩვენი დამოუკიდებლობისთვის თავს გავწირავთ. არ ვაპირებთ უკან დახევას და განვაგრძნობთ მიზნის მიღწევისკენ სვლას. ისტორიული კუთხით სიმართლე ჩვენს მხარესაა.  ჩვენ საქართველოსგან ვითხოვთ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარებას. ჩვენ სერიოზულად გვზღუდავს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. ჩვენი სახელმწიფო 1200 წელზე მეტი ხნისაა და ჩვენი სახელმწიფო შედგა”, – უთხრა არძინბამ სოლოვიოვს.

ამასთან, ინტერვიუში არძინბამ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომში აფხაზეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერაზე [ინალ არძინბა უკრაინაში ძებნილია].

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. არძინბამ პოლიტიკური გამოცდილება ძირითადად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დააგროვა, სადაც მრჩევლიდან კურატორის ჩათვლით სხვადასხვა პოსტი ეკავა – რელიგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უკრაინის საკითხებზე.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, არძინბამ აფხაზეთში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ქართულ-აფხაზურ ერთობლივ პროექტებზე მუშაობა აუკრძალა.

აფხაზეთში არასამთავრობოები “იატაკქვეშ” ინაცვლებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი