ახალი ამბები

რუსეთი პოლონეთს გაზის მიწოდებას უწყვეტს – Bloomberg

26 აპრილი, 2022 •
რუსეთი პოლონეთს გაზის მიწოდებას უწყვეტს – Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთი პოლონეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემას მსხვილმა პოლონურმა გაზის მიმწოდებელმა კომპანიამ PGNiG-მ დაუდასტურა.

გამოცემა წერს, რომ კომპანიამ შეტყობინება გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ უკვე მიიღო და პოლონეთი რუსულ გაზს ოთხშაბათიდან ვეღარ მიიღებს. აღნიშნულს წინ უძღოდა „გაზპრომის“ მიერ პოლონეთისთვის ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნა.

Bloomberg-ის განცხადებით, მანამდე პოლონეთის მთავრობას გაცხადებული ჰქონდა, რომ გაზის საკმარისი მარაგები აქვს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი მოთხოვნით რუსეთმა სხვა ქვეყნებსაც მიმართა, თუმცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გაზის საფასურის რუბლში გადახდას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევად მიიჩნევენ და ამ წინადადებას არ თანხმდებიან.

გამოცემამ კომენტარისთვის „გაზპრომსაც“ მიმართა, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი