ახალი ამბები

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 აპრილი, 2022 • 1367
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 3 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 241 ადამიანი, ჩატარდა 6 708 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.20% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.15%.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 46
  • აჭარა – 10
  • იმერეთი – 11
  • ქვემო ქართლი – 1
  • შიდა ქართლი – 4
  • გურია – 8
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 2
  • კახეთი – 10
  • მცხეთა – მთიანეთი – 0
  • სამცხე – ჯავახეთი – 0
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

სულ საქართველოში კორონავირუსის 1 654 255 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1 635 791 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 800 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი