ახალი ამბები

რუს ოპოზიცონერ კარა-მურზას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება

22 აპრილი, 2022 •
რუს ოპოზიცონერ კარა-მურზას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება

რუსეთში ოპოზიციონერსა და პოლიტიკოსს ვლადიმერ კარა-მურზას ბრალი წაუყენეს რუსული სამხედროების შესახებ „ფეიკების“ გავრცელების მუხლით.

საქმე, სავარაუდოდ, ეხება მის განცხადებებს, რომლითაც ის უკრაინაში ომს გმობდა.

ბრალის შესახებ Meduza ოპოზიციონერის ადვოკატზე – ვადიმ პროხოროვზე დაყრდნობით წერს.

ეს მუხლი რუსული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გულისხმობს საჯაროდ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედების შესახებ. ამ მუხლის მაქსიმალური სასჯელი 15-წლიანი პატიმრობაა.

ვლადიმერ კარა-მურზა, რომლის მოწამვლაც მანამდე რამდენჯერმე სცადეს, 11 აპრილს დააკავეს მოსკოვში. მაშინვე მისი კოლეგები წერდნენ, რომ – „სავარაუდოდ, საქმე ეხება მის რომელიმე განცხადებას ომის წინააღმდეგ, რომელიც პრესაში ან სოციალურ ქსელებში გავრცელდა“

ვრცლად:

რუსი ოპოზიციონერი კარა-მურზა დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი