რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმერ კარა-მურზა, რომლის მოწამვლაც მანამდე რამდენჯერმე სცადეს, დღეს მოსკოვში დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ მისი კოლეგა, ილია იაშინი ტვიტერზე ავრცელებს.
„სავარაუდოდ, საქმე ეხება მის რომელიმე განცხადებას ომის წინააღმდეგ, რომელიც პრესაში ან სოციალურ ქსელებში გავრცელდა“, – წერს იაშინი და ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის უცნობია კარა-მურზას ადგილსამყოფელი.
Судя по всему, Кара-Мурза доставлен в ОВД Хамовники, куда едет адвокат В.Прохоров. Могу предположить, что задержание связано с административным делом (в случае уголовки был бы обыск и допрос в СКР). Скорее всего, речь о каком-то антивоенном высказывании в прессе или в соцсетях. pic.twitter.com/hrEVmG7cyN
— Илья Яшин (@IlyaYashin) April 11, 2022
დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე კარა-მურზამ ინტერვიუ მისცა CNN-ს, რა დროსაც მან რუსეთში დღეს არსებულ მმართველობას „მკვლელების რეჟიმი“ უწოდა და კრემლი უკრაინის შეჭრის გამო გააკრიტიკა.
Bellingcat-ის, The Insider-ის და BBC-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კარა-მურზას მოწამვლა „ეფესბეს“ თანამშრომლებმა ორჯერ სცადეს – 2015 და 2017 წლებში. გამოძიების თანახმად, იგივე პირები მონაწილეობდნენ ასევე ალექსეი ნავალნის მოწამვლაში.
ამასთანავე, რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მალევე, კარა-მურზამ თანამოაზრეებთან ერთად, რომელთა შორის იყო მიხაილ ხადარკოვსკი – ანტისაომარი კომიტეტი შექმნეს.