ახალი ამბები

პარტიების რეიტინგი NDI-ის მიხედვით

21 აპრილი, 2022 • 2543
პარტიების რეიტინგი NDI-ის მიხედვით

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. კონკრეტული პარტია მხოლოდ გამოკითხულთა 35%-მა დაასახელა.

აქედან 22%-მა განაცხადა, რომ მის შედეხულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. თებერვლის კვლევასთან შედარებით ეს მაჩვენებელი 4%-ით არის შემცირებული.

უცვლელია ენმ-ის შედეგი, რომელიც გამოკითხულთა 7%-ის შეხედულებებთან დგას ყველაზე ახლოს.

6%-მა სხვა პარტიები დაასახელა, ხოლო 64%-მა თქვა, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ან პასუხზე უარი განაცხადა.

წყარო: NDI

NDI-ის შეფასებით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. რაც შეეხება ინსტიტუტების შეფასებას, ისინი თითქმის უცვლელია. გამონაკლისია მხოლოდ პრეზიდენტი, რომლის საქმიანობის დადებითი შეფასება თითქმის გაორმაგდა.

წყარო: NDI

კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი