ახალი ამბები

საზმაუს ბორდის თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

21 აპრილი, 2022 • 1417
საზმაუს ბორდის თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ სამი წლის ვადით ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.

მაღლაფერიძის კანდიდატურას ბორდის 9 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი. მეორე კანდიდატს, ბესო ლილუაშვილს ბორდის 2-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტმა 13 აპრილს, „ქართული ოცნების“ წარდგენით აირჩია.

ვასილ მაღლაფერიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა 2017-2020 წლებში ეკავა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ მაღლაფერიძე გარკვეული ხნის მანძილზე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში საქმიანობდა. პოლიტსაბჭოს წევრად ის 2021 წლის იანვარში აირჩიეს, თუმცა იმავე წლის მარტში თანამდებობა დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი