უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ პარტნიორებისგან ახალი თვითმფრინავები არ მიუღიათ.
მათი განცხადებით, აშშ-ის დახმარებით უკრაინის საჰაერო ძალებმა სათადარიგო ნაწილები მიიღეს შეიარაღებული ძალების თვითმფრინავების შეკეთებისა და აღდგენისათვის.
Officially
Ukraine did not receive new aircraft from partners!
With the assistance of the US Government, @KpsZSU received spare parts and components for the restoration and repair of the fleet of aircraft in the Armed Forces, which will allow to put into service more equipment.— Ukrainian Air Force (@KpsZSU) April 20, 2022
გუშინ, 19 აპრილს, პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინამ დამატებით საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო.
მისი თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო თვითმფრინავების ნაწილები, რაც კიევს დაეხმარება, არსენალში არსებული დაზიანებული და უფუნქციო თვითმფრინავები შეაკეთოს.
რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი უკვე 56 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.
უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.








