ახალი ამბები

ნატოს სურს რეფორმები და ნაკლებად პოლარიზებული გარემო საქართველოში – აპატურაი

20 აპრილი, 2022 • 686
ნატოს სურს რეფორმები და ნაკლებად პოლარიზებული გარემო საქართველოში – აპატურაი

უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში  ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის,  ჯეიმს აპატურაის შეფასებით, საქართველოში საკმაოდ პოლარიზებული პოლიტიკური გარემოა.

“ნატო-ს ქვეყნების მთავრობებისთვის გასაგებია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას. ეს არის ის, რაც ასევე ფართოდ იგრძნობა პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის ინტერპარტიული და კონსტიტუციური გადაწყვეტილება, მაგრამ ყველა გზავნილი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ნატოს მთავრობებს ასევე სურთ, იხილონ რეფორმების გაგრძელება და ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო აქ; სურთ, იხილონ მთავრობის და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა და ნახონ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური დაყოფების მიღმა. საკმაოდ პოლარიზებული პოლიტიკური გარემოა აქ და ვფიქრობ, რომ ალიანსის მთავრობები ამას ფრთხილად აკვირდებიან”, – განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, მადრიდის მომავალ სამიტზე ნატო დაადასტურებს ღია კარის პოლიტიკის ერთგულებას ზოგადად და კონკრეტულად საქართველოს მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი