ახალი ამბები

შეთანხმებამ უნდა დაძლიოს პოლარიზება — ჯეიმს აპატურაი

20 აპრილი, 2021 •
შეთანხმებამ უნდა დაძლიოს პოლარიზება — ჯეიმს აპატურაი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მიესალმება საქართველოში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

მისი თქმით, შეთანხმება გამოყენებული უნდა იყოს პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრულებლად.

“პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში, ქართველებისა და მთლიანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომელსაც სურს წარმატებული საქართველოს ხილვა, არის ნამდვილად კარგი სიახლე. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ძალისხმევას, რათა ეს [შეთანხმება] რეალური გამხდარიყო. შეთანხმება უნდა გამოიყენონ, როგორც შესაძლებლობა, რომ დაიძლიოს პოლარიზაციის პროცესი საქართველოში”, — აცხადებს ჯეიმს აპატურაი საკუთარ განცხადებაში, რომელიც ფეისბუქის პოსტით გაავრცელა.


შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების ტექსტს ხელი ამ ეტაპზე მოაწერა “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. გარდა ამისა, დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი