ახალი ამბები

უკრაინამ დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები და მათი ნაწილები მიიღო – პენტაგონი

20 აპრილი, 2022 • 3675
უკრაინამ დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები და მათი ნაწილები მიიღო – პენტაგონი

პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინამ დამატებით საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო. ამის შესახებ მან 19 აპრილს განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო თვითმფრინავების ნაწილები, რაც კიევს დაეხმარება არსენალში არსებული დაზიანებული და უფუნქციო თვითმფრინავები შეაკეთოს.

„მათ მიიღეს დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები და თვითმფრინავების ნაწილები, რაც დაეხმარებათ, ჰქონდეთ თვითმფრინავები ცაში“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.


რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი უკვე 55 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.

უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.

ამასთან, აშშ უკრაინას დამატებით 800-მილიონი დოლარის რაოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს. რა შედის  სამხედრო დახმარების პაკეტში, შეგიძლიათ ნახოთ აქ:

რას მოიცავს აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება და კიდევ რა სჭირდება უკრაინას

მასალების გადაბეჭდვის წესი