ახალი ამბები

კანადა პუტინის შვილებს სანქციებს უწესებს

19 აპრილი, 2022 • 1200
კანადა პუტინის შვილებს სანქციებს უწესებს

კანადა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სრულწლოვან შვილებს სანქციებს უწესებს.

უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ კანადის მიერ დაწესებული სანქციები ასევე შეეხებათ რუსეთის რეჟიმის 14 წარმომადგენელს.

„კანადა აგრძელებს უკრაინაში თავისუფლებისთვის მებრძოლი მამაცი კაცებისა და ქალების გვერდით დგომას. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის რეჟიმისთვის მძიმე სანქციების დაწესებას ჩვენს მოკავშირეებთან კოორდინირებულად“, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.

პუტინის შვილებისთვის სანქციები დაწესებული აქვს აშშ-ს და დიდ ბრიტანეთსაც.


რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი უკვე 55 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.

უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი