ახალი ამბები

ნიდერლანდები უკრაინას მძიმე საბრძოლო ტექნიკას მიაწვდის – რუტე

19 აპრილი, 2022 • 1232
ნიდერლანდები უკრაინას მძიმე საბრძოლო ტექნიკას მიაწვდის – რუტე

ნიდერლანდები უკრაინას მძიმე საბრძოლო ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტექნიკას, მიაწვდის. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

„რუსეთის განახლებული შეტევის ფონზე გამოვხატე ჩვენი მხარდაჭერა. ნიდერლანდები უკრაინას გაუგზავნის მძიმე საბრძოლო ტექნიკას, მათ შორის- ჯავშანტექნიკას. მოკავშირეებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ მძიმე ტექნიკის დამატებით მიწოდებას“, – დაწერა ტვიტერზე რუტემ.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი უკვე 55 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.

უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი