ახალი ამბები

აქცია კი არა, ზეიმითა და დღესასწაულით გავაცილებთ „ოცნებას“ ხელისუფლებიდან – ხაბეიშვილი

19 აპრილი, 2022 • 1514
აქცია კი არა, ზეიმითა და დღესასწაულით გავაცილებთ „ოცნებას“ ხელისუფლებიდან – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან დიდი ეროვნული დღესასწაულით უნდა გაუშვან. ამის შესახენ მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან 18 აპრილს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, საზოგადოების ყველა წევრის გაერთიანებაა საჭირო.

„ჩემი აზრით, უნდა მოვემზადოთ დიდი ეროვნული დღესასწაულისთვის, ზეიმისთვის, რაც ნიშნავს ქართული ოცნების, ანუ რუსული მმართველობის დასრულებას. შევცვალოთ ეს ტექსტი – აქცია კი არა, ჩვენ გვჭირდება დიდი ეროვნული დღესასწაული, სადაც ზეიმითა და დღესასწაულით გავაცილებთ ქართულ ოცნებას ხელისუფლებიდან.

რაც შეეხება ერთობას, გათითოკაცებული ოპოზიცია, ერთმანეთთან დაპირისპირებული, არის შესაძლებლობა რუსი ოლიგარქისთვის და მისი პარტიისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა წევრის გაერთიანება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ხაბეიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, მათ შორის, იგულისხმება ხელისუფლების ვადამდელი არჩევნების გზით ცვლილება. მისივე თქმით, ამ საკითხებზე დამატებით ხვალ, 20 აპრილს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ისაუბრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი