ახალი ამბები

იაპონია უკრაინას დრონებს და სპეცაღჭურვილობას გადასცემს

19 აპრილი, 2022 •
იაპონია უკრაინას დრონებს და სპეცაღჭურვილობას გადასცემს

იაპონია უკრაინას გადასცემს დრონებსა და ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის საწინააღმდეგო აღჭურვილობას, მათ შორის- აირწინაღებს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის უწყებამ ტვიტერის ანგარიშზე გაავრცელა:

„იაპონიის თავდაცვის მინისტრმა გადაწყვიტა, უკრაინის მთავრობას გაუგზავნოს სპეცაღჭურვილობა და დრონების ახალი პარტია. გრძელდება უკრაინელების ბრძოლა, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვან, იაპონია გააგრძელებს მის დახმარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში მითითებული არ არის გზავნილის მოცულობა და გადაცემის თარიღი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი