ახალი ამბები

უკრაინაში აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების ჩატანა დაწყებულია – ბაიდენის ადმინისტრაცია

17 აპრილი, 2022 • 1187
უკრაინაში აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების ჩატანა დაწყებულია – ბაიდენის ადმინისტრაცია

თეთრი სახლი აცხადებს, რომ უკრაინაში დაწყებულია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სამხედრო დახმარების ჩატანის პროცესი. ამის შესახებ ცნობები პრეზიდენტის ადმინისტრაციამ CNN-ს მიაწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენტმა მიმდინარე კვირაში უკრაინისთვის 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის, საბრძოლო მასალისა და უსაფრთხოების დახმარების გაგზავნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ბაიდენმა 13 აპრილს თქვა, რომ რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის აგსაძლიერებლად ემზადებოდა, ამერიკის შეერთებული შტატები კი უკრაინისთვის “შესაძლებლობების მიწოდებას” გააგრძელებდა, რომ “მას საკუთარი თავი დაეცვა”.

ახალი პაკეტი მოიცავს როგორც ახალ, ისე იმ იარაღს, რომელსაც ამერიკა აქამდეც აწვდიდა უკრაინას.

„საარტილერიო სისტემები, ჭურვები, ჯავშანტანსპორტიორები. მე ასევე მხარი დავუჭირე დამატებით ვერტმფრენების გაგზავნასაც“, – განაცხადა ბაიდენმა.

CNN-ის ინფორმაციით, აღნიშნული დახმარების გათვალისწინებით, აშშ-ს უკრაინისთვის 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება აქვს გაწეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი