საზოგადოება

აშშ უკრაინას $800-მილიონიან სამხედრო დახმარებას გაუგზავნის – CNN

13 აპრილი, 2022 • 1738
აშშ უკრაინას $800-მილიონიან სამხედრო დახმარებას გაუგზავნის – CNN

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინისთვის გააგზავნის დამატებით 800- მილიონიან სამხედრო დახმარებას.

ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დახმარება მოიცავს იარაღს, ამუნიციასა და სხვა ტიპის სამხედრო აღჭურვილობას.

„რუსეთი ემზადება საკუთარი თავდასხმის გასაძლიერებლად დონბასის რეგიონში. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის შესაძლებლობების მიწოდებას, რათა მან საკუთარი თავი დაიცვას“, – განაცხადა ბაიდენმა.

ახალი პაკეტი მოიცავს როგორც ახალ, ისე იმ იარაღს, რომელსაც ამერიკა აქამდეც აწვდიდა უკრაინას.

„საარტილერიო სისტემები, ჭურვები, ჯავშანტანსპორტიორები. მე ასევე მხარი დავუჭირე დამატებით ვერტმფრენების გაგზავნასაც“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

დღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა იმ იარაღის შესახებ, რომელიც უკრაინას სჭირდება ომის შესაჩერებლად.

ზელენსკის სიაში შედიოდა მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები, საბრძოლო თვითმფრინავები, ტანკები და საარტილერიო სისტემები.

მასალების გადაბეჭდვის წესი