ახალი ამბები

განვიხილეთ სანქციების დაწესების აუცილებლობა აგრესორი ქვეყნისთვის — სტეფანჩუკი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

16 აპრილი, 2022 • 1374
განვიხილეთ სანქციების დაწესების აუცილებლობა აგრესორი ქვეყნისთვის  — სტეფანჩუკი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც კიევში მყოფ საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს უკრაინასა და საქართველოს შორის, რასაც ჩვენი ხალხი ელოდება”, — აღნიშნავს ის.

სტეფანჩუკის თქმით, შეხვედრისას განიხილეს “აგრესორი ქვეყნისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი, ასევე, შესაძლო დახმარება რეკონსტრუქციის პროცესში “.

“მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მთავრობის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა არის და იქნება ისეთივე ძლიერი!” — აღნიშნავს უმაღლესი რადის თავმჯდომარე.

სტეპანჩუკთან შეხვედრის შესახებ შალვა პაპუაშვილმაც დაწერა სოციალურ ქსელში.

“ვესტუმრე ჩემს ძვირფას კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს გმირულ კიევში, ჩვენი სოლიდარობის გამოსახატად და ტკივილის გასაზიარებლად. უკრაინელების სიმამაცესა და მონდომებაზე, როგორც სიმტკიცისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითზე, მუდამ მოვუყვებით  მომავალ თაობებს”, — აღნიშნა მან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში დღეს, 16 აპრილს ჩავიდა.

რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინელების არჩევანს — პაპუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი