კიევის მერის, ვიტალი კლიჩოს განცხადებით, 16 აპრილს, გამთენიისას, ქალაქზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისივე თქმით, ექიმები დაჭრილთა გადარჩენას ცდილობენ.
კლიჩკოს თანახმად, აფეთქებები კიევის გარეუბანში, დარნიცკის რაიონში მოხდა. ის მოუწოდებდა მოსახლეობას, უყურადღებოდ არ დაეტოვებინათ საჰაერო განგაშის სიგნალები.
ცნობების თანახმად, აფეთქებების ხმა ასევე გაისმა უკრაინის დასავლეთში მდებარე ლვოვში. გუბერნატორ მაქსიმ კოზიცკის თქმით, ოლქზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა, მისივე ცნობით, უკრაინის ძალებმა შეძლეს რუსული Su-35-ების მიერ გასროლილი 4 რაკეტის განადგურება.
კიევის თანახმად, გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებზეც განახორციელეს თავდასხმები, რასაც, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას მერე ბომბავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასაც.
მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 200-მდე ბავშვი.
ფოტო: BBC/Getty images
