ახალი ამბები

პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია გაემგზავრა

15 აპრილი, 2022 • 1552
პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია გაემგზავრა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში გაემგზავრა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია 9 დეპუტატისგან შედგება, მათ შორის არიან:

  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე, „ქართული ოცნებიდან“ – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია,
  • „რეფორმების ჯგუფი“ – ხათუნა სამნიძე,
  • „ლელოდან“ – ანა ნაცვლიშვილი
  • „მოქალაქეები“ – ლევან იოსელიანი,
  • „საქართველოსთვის“ – გიორგი ხოჯევანიშვილი,
  • „გირჩი“ – ვახტანგ მეგრელიშვილი.

საპარლამენტო დელეგაციაში არ იქნებიან „ნაციონალური მოძრქაობის“ ფრაქციისა და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი