ახალი ამბები

შეურაცხყოფას აყენებს უკრაინას – დეკანოიძე ენმ-ის მიმართ „ოცნების“ ბრალდებებზე

15 აპრილი, 2022 • 1321
შეურაცხყოფას აყენებს უკრაინას – დეკანოიძე ენმ-ის მიმართ „ოცნების“ ბრალდებებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ბრლდებები უკრაინაში ენმ-ის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების მოწყობაზე, პირველ რიგში, უკრაინელებისთვისაა შეურაცხყოფელი. ამის შესახებ მან ნეტგაზეთს განუცხადა.

როგორც დეკანოიძე ამბობს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, მსგავსი ბრალდებებით მძიმე „შლეიფი“ გააყოლოს მისთვის არასასურველ ნაბიჯს – უკრაინაში ვიზიტს.

„პირველ რიგში, ასეთი სახის განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს უკრაიანას. განაცხადეს, რომ სამძიმარზე მიდიან, ჩადიან იქ, სადაც ჩვენი მეგობრები ებრძვიან რაშიზმს და რუსეთს. პარალელუად ამ ყველაფერს „ქართული ოცნების“ შიდაპოლიტიკური შურისძიებით გამოწვეული შლეიფი. ძალიან შეუარაცხმყოფელია, წარმოუდგენელია, მე არ მესმის ასეთ რამეზე ისაუბრო, როცა უკრაინაში ჩადიხარ და გაცილებით მეტ დაბრკოლებას უქმნი შენს პარტნიორებს.

ამიტომ, მე ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს არის არასერიოზული, მე მგონი, უკვე თავის თავს ესაუბრებიან და სხვას არავის. არ ვიცი, ვისზე საუბრობენ ამ ყველაფერს და კვლავ ოპოზიციაზე საუბარი სრულიად გამოცლილია შინაარს. ეს არის მათთვის არასასურველი ნაბიჯის – უკრაინაში გამგზავრების. ამიტომ მე ამას ვაფასებ უკრაინელების მიმართ შეურაცხყოფად“, – განუცხადა ნეტგაზეთს ხატია დეკანოიძემ.

დღეს, 15 აპრილს, უკრაიანაში საპარლამენტო დელეგაციის გამგზავრებდა ცოტა ხნით ადრე, „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ აქვს „უტყუარი ინფორმაცია“, რომლის თანახმადაც ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.

„არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა, – ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია არის, – რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები [„ნაციონალები“] და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, ამ საქმეზე „საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს“.

ვოლსკის განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმის“ მუხლით გამოძიება დაიწყო.

სუს-ში ნეტგაზეთს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლით გამოძიების დაწყება დაუდასტურეს. დამატებით ინფორმაციას, – ვის მიერ, სად ან ვის წინააღმდეგ იგეგმება ან იგეგმებოდა თავდასხმა, – უწყება ჯერჯერობით არ ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი