ახალი ამბები

ხარკოვისთვის ბრძოლაში დაღუპული 2 მებრძოლი თბილისში ჩამოასვენეს

15 აპრილი, 2022 • 4353
ხარკოვისთვის ბრძოლაში დაღუპული 2 მებრძოლი თბილისში ჩამოასვენეს

დღეს დილით, 15 აპრილს, თბილისში უკრაინაში დაღუპული კიდევ 2 ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს.

21 წლის ნიკოლოზ შანავა და 47 წლის დავით მენაბდიშვილი ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ რიგებში იბრძონდნენ ქალაქ ხარკოვის დასაცავად.

მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 9 აპრილს გავრცელდა.

დაღუპულთა მეთაური, გოჩა ხორავა ამბობს, რომ როდესაც დანაყოფი 18-საათიანი წარმატებული სპეცოპერაციიდან ბრუნდებოდა, „ოკუპანტებმა ხარკოვთან უთანასწორო თავდასხმა განახორციელეს“.

„კონტაქტურზე მოვხვდით და წინააღმდეგობა რომ ვერ გაგვიწიეს, გამოიძახეს არტილერია და არტილერიამ დაგვბომბა. ერთ კაცზე მოდიოდა 20 ჭურვი… გმირულად დაეცნენ ჩვენი ბიჭები“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი