ახალი ამბები

ზუკა ბერძენიშვილი FB-პოსტის გამო სუს-ში დაიბარეს

15 აპრილი, 2022 • 2775
ზუკა ბერძენიშვილი  FB-პოსტის გამო სუს-ში  დაიბარეს

აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი FB-პოსტის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან თავად დაწერა.

ბერძენიშვილის დაბარების შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს სუს-შიც დაუდასტურეს.

ბერძენიშვილმა გუშინ, 14 აპრილს, ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აქტივისტი წერს, რომ მთავრობის „გადატრიალებაზე“ ფიქრობს.

„საქართველოს მთავრობავ, მე, ზურაბ ბერძენიშვილი, დაბადებული ქალაქ ბათუმში, 1991 წლის 3 ივლისს, გეუბნებით ღიად და საჯაროდ, რომ დღედაღამე ვფიქრობ იმაზე, როგორ გ ა დ ა გ ა ტ რ ი ა ლ ო თ , გაგაჯმევინოთ და თქვენი ბუნდღა ვეღარ ვნახო მეორედ არა მხოლოდ ძალაუფლების წყაროსთან, არამედ, საერთოდ, ამ ქვეყნის საჯარო სივრცის ვერც ერთ კუთხე-კუნჭულში[…]

მეტსაც გეტყვით, არამხოლოდ ვფიქრობ, ამაზე ველაპარაკები ყველას და აგერ საჯაროდაც მ ო ვ უ წ ო დ ე ბ ყველა მკითხველს, რომ მათაც მთელი დრო და ენერგია იმის მოფიქრებას დაუთმონ, თქვენ როგორ გ ა დ ა გ ა გ დ ო თ დაკავებული პოზიციებიდან და გაგებინოთ პასუხი ყველა საშინელებაზე, რაც ამ ქვეყანაში დაგიტრიალებიათ“, – დაწერა ბერძენიშვილმა.

ზუკა ბერძენიშვილი ვრცელ პოსტში იმ მიზეზების შესახებაც საუბრობს, თუ რატომ უნდა შეიცვალოს არსებული მთავრობა და აღნიშნავს, რომ მთავარი და ყველაზე რთული დილემა ის არის, ეს როგორ უნდა გააკეთონ.

„სულგამომპალ ნაძირლებს როგორ გაგაჯმევინოთ ამ ქვეყნის სადავეებიდან და მოგიწყოთ სწორედაც სასტიკი სადამსჯელო ღონისძიება ისე, რომ ერთი მხრივ, აღარც თქვენ დაგაჩაგვრინოთ და დაგასახიჩრებინოთ არავინ, და მეორე მხრივ, მომავალში თავში აღარავის მოუვიდეს აზრად, აქაოდა მთავრობაში ვარ და მოდი, ხალხს დავჩაგრავო.

ხართ რა ჩვეულებრივი ტერორისტები, გვმართებს ორმაგი სიფრთხილე, რომ თქვენი სამუდამოდ გაჯმევინების ისეთი ფორმა მოვიფიქროთ, რომ აღარცერთი ადამიანი გაგაუბედურებინოთ. თორემ თქვენ უკვე დიდი ხანია იმას იმსახურებთ, რომ მინიმუმ ამ ჯოჯოხეთის მმართველ რგოლებს, არცერთი ძვალი ტანში მთელი არ დაგიტოვოთ, თუ ცივილიზებულად, არჩევნებით გაჯმევინების სცენარი ესე ძაან არ მოგწონთ. თორემ, როგორ გგონიათ, თემირლან მაჩალიკაშვილის, ია კერზაიას, ლევან აბზიანიძის, დემურ სტურუას, ლუკა სირაძის, ლექსო ლაშქარავას, ნუგზარ ფუტკარაძის და დანარჩენების დაკარგული სიცოცხლეების ფონზე რომ მათთვის სამართლის პოვნა მაინც გადავწყვიტოთ ნებისმიერი ფორმით.

ყველა ამათი მკვლელი რომ ახლაც გარეთ გყავთ თქვე დედამო@@@@@ებო, ვერ შევიკრიბებით იმდენი ადამიანი, რომ თქვენი ჩაჯმული სპეცრაზმიანად დაგლეწოთ, თუ ამაზე წავალთ?! აი, ამ და სხვა შეკითხვებით, მითხარით, როდის გეწვიოთ გამოკითხვაზე, ძვირფასო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgiaო, ვინ ვის გამოკითხავს, მოდი, ეგ დავტოვოთ ამ ეტაპზე ღიად, ვერც კი წარმოიდგენთ, ახლოდან რამდენად მეტი მაქვს სათქმელი“, – წერს ბერძენიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი