ახალი ამბები

მოლდოვამ რუსეთი მისი მოქალაქეების რეკრუტირების მცდელობაში დაადანაშაულა

14 აპრილი, 2022 • 1148
მოლდოვამ რუსეთი მისი მოქალაქეების რეკრუტირების მცდელობაში დაადანაშაულა

მოლდოვამ რუსეთის არმია დაადანაშაულა მოლდოვის მოქალაქეების რეკრუტირების მცდელობაში.

მანამდე ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ მოსკოვი ცდილობს შეავსოს უკრაინაში თავისი ძალები  სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში რეკრუტირების გზით.

„ასეთი ქმედებები არ უწყობს ხელს მშვიდობას ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის. ასეთი რამ ძალიან საშიშია და ის უნდა შეწყდეს”, — განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ.

„როიტერსის” ცნობით, მან დამატებითი დეტალების შესახებ არ ისაუბრა, მაგრამ თქვა, რომ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები რეგულარულად ხვდებიან რუსეთის ელჩს და მოლდოვის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი