ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინაში გაემგზავრება. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში, სავარაუდოდ, 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია წავა.

საპარლამენტო დელეგაციაში იქნებიან:

  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე „ქართული ოცნებიდან“ – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია,
  • „რეფორმების ჯგუფი“  – ხათუნა სამნიძე,
  • „ლელოდან“ – ანა ნაცვლიშვილი
  • „მოქალაქეები“ – ლევან იოსელიანი,
  • „საქართველოსთვის“ – გიორგი ხოჯევანიშვილი,
  • „გირჩი“ – ვახტანგ მეგრელიშვილი.

საპარლამენტო დელეგაციაში არ იქნებიან „ნაციონალური მოძრქაობის“ ფრაქციისა და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

პარლამენტის დელეგაცია უკრაიანაში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება.