ახალი ამბები

უკრაინაში ომს 197 ბავშვი ემსხვერპლა — გენერალური პროკურატურა

14 აპრილი, 2022 •
უკრაინაში ომს 197 ბავშვი ემსხვერპლა — გენერალური პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის თანახმად, უკრაიანაში რუსეთის სრულმასშატაბიანი ომის დაწყების შედეგად 197 ბავშვი დაიღუპა.

მათივე ცნობით, 351-მა ბავშვმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტად ბავშვები დაზარალდნენ დონეცკის ოლქში, კიევსა და ხარკოვში.

როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურა განმარტავს, ეს არაა სრული მონაცემები, რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმ ადგილებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ინფორმაციის შეგროვება ჯერ ვერ ხერხდება.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი