ახალი ამბები

ბრუკლინის მეტროში რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, ნაპოვნია ასაფეთქებელი ნივთიერება – CNN

12 აპრილი, 2022 • 2947
ბრუკლინის მეტროში რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, ნაპოვნია ასაფეთქებელი ნივთიერება – CNN

ნიუ-იორკში, ბრუკლინის მეტროსადგურში რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ქალაქის სახანძრო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მეტროსადგურში ასევე ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც მოქმედებაში არ მოვიდა. ტელეარხის ცნობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს 13 ადამიანი.

მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, შეჩერებულია მეტროს მიმოსვლაც.

Associated Press წერს, რომ პირველადი ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილს სამშენებლო ჟილეტი ეცვა და აირწინაღი ეკეთა. ამ დროისთვის მომხდარის შესახებ მეტი დეტალი არ ვრცელდება. შემთხვევა დილას, პიკის საათის პერიოდში მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი