ახალი ამბები

ბელგოროდის ოლქში სარკინიგზო ხაზია დაზიანებული – გუბერნატორი

12 აპრილი, 2022 • 1190
ბელგოროდის ოლქში სარკინიგზო ხაზია დაზიანებული – გუბერნატორი

უკრაინის საზღვართან ახლოს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში სარკინიგზო ხაზია დაზიანებული. ამის შესახებ იფნრომაციას ავრცელებს  Ria რეგიონის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით.

გუბერნატორის თქმით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა და დაზიანებულია მხოლოდ ლიანდაგები. გლადკოვის თქმით, ადგილზე ოპერატიული ჯგუფი მუშაობს. მომხდარის მიზეზებზე ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

შებეკინსკის დასახლება ბელგოროდის ოლქში ესაზღვრება უკრაინას, კერძოდ კი, ხარკოვის რეგიონს.

მანამდე აფეთქება მოხდა ბელგოროდის ოლქში მოწყობილ დროებით სამხედრო ბანაკში. თავდაპირველად რუსული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბანაკზე იერიში უკრაინულმა მხარემ მიიტანა, თუმცა მოგვიანებით რუსეთის საგანგებო სიტაუციების სააგენტოზე დაყრდნობით, Ria-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქება ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია.

რამდენიმე დღის წინ კი ბელგოროდში მდებარე ნავთობის საცავი დაიწვა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ირწმუნება, რომ ნავთობბაზა ორმა უკრაინულმა ვერტმფრენმა დაბომბა.

უკრაინულ მხარეს არცერთ შემთხვევასთან კავშირი არ დაუდასტურებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი