ახალი ამბები

გურიაში, შრომაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

10 აპრილი, 2022 • 1618
გურიაში, შრომაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ გურიაში, ოზურგეთის სოფელ შრომაში კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სამინისტროს ცნობით, კულტურის სახლი, რომელიც საქართველოში შემორჩენილ კულტურის სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, „მძიმე მდგომარეობაშია“.

გურია, შრომის კულტურის სახლი

სამინისტრო აცხადებს, რომ მისი რეაბილიტაციის მიზნით პროექტი მომზადდება და შესაბამისი ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა.

ტენდერის თანახმად, რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 140 000 ლარს შეადგენს.

გურია, სოფელი შრომა, კულტურის სახლი

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, შენობას სრული რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს.

სამინისტრო აცხადებს, რომ „გათვალისწინებული იქნება შენობის ავთენტურობის შენარჩუნება და შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა“.

შრომის კულტურის სახლის შენობას, რომელიც 1856 წელს აშენდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი