ახალი ამბები

ევროკომისია €1 მილიარდს გამოყოფს უკრაინისა და ლტოლვილთა მიმღები ქვეყნებისთვის

9 აპრილი, 2022 • 1455
ევროკომისია €1 მილიარდს გამოყოფს უკრაინისა და ლტოლვილთა მიმღები ქვეყნებისთვის

უკრაინისა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი სახელმწიფოდან ლტოლვილებს იღებენ, ევროკომისია €1 მილიარდს გამოყოფს — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“€600 მილიონი… წავა უკრაინაში, უკრაინის ხელისუფლებაში და ნაწილობრივ გაეროში… [ხოლო]  €400 მილიონი წავა მოსაზღვრე ქვეყნებში, რომლებიც ასეთ შესანიშნავ საქმეს აკეთებენ და ეხმარებიან [იქ] ჩასულ ლტოლვილებს”, — თქვა მან ვარშავაში გამართულ ღონისძიებაზე, რომლითაც უკრაინისთვის თანხა შეაგროვეს.

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა 4.3-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა და მეზობელ ქვეყნებს მიაშურა, 6.5 მილიონი მოქალაქე კი ქვეყნის შიგნით გადაადგილდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

“ნეტავი, მეც მოვეკალი” — ბუჩის ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ქალი

მასალების გადაბეჭდვის წესი