უკრაინაში ომის პარალელურად, იაპონია ქვეყნიდან 8 რუს დიპლომატს აძევებს. გადაწყვეტილება ტოკიომ დღეს, 8 აპრილს მიიღო.
APnews-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ტოკიო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებსაც შემოიღებს.
რუსეთმა ცოტა ხნით ადრე დატოვა იაპონიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო და ჯერაც არ იყო დასრულებული.
რუსეთმა ეს ნაბიჯი იაპონიის მტრული მოქმედებებით ახსნა. მეორე მხრივ, ტოკიომაც გააკრიტიკა მოსკოვის ქმედება.
ქვეყნები კურილიის კუნძულების სტატუსის შესახებ ვერ თანხმდებიან. იაპონიის თანახმად, კუნძულები რუსეთის მიერ უკანონოდაა დაკავებული.
