ახალი ამბები

ჩემი კომენტარი საინტერესო არაა – ღარიბაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტზე

8 აპრილი, 2022 • 1669
ჩემი კომენტარი საინტერესო არაა – ღარიბაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტზე კომენტარის გაკეთება საინტერესო არაა.

„ვფიქრობ, არ არის საინტერესო, უადგილოა და საერთოდ, ვფიქრობ, ამ თემაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება არასწორი იქნებოდა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები — დავით-თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი – რუსეთში შეხვედრებს მართავენ. ფედერაციის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში შეხვედრებს მართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი