ახალი ამბები

საპარლამენტო კომისიამ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის 10 კანდიდატი შეარჩია

7 აპრილი, 2022 • 1839
საპარლამენტო კომისიამ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის 10 კანდიდატი შეარჩია

საპარლამენტო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეარჩია და შესაბამისი სია პარლამენტს გაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე 7 აპრილს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, შერჩეულნი არიან:

  1. მარინა გიორგაძე;
  2. არინა თავაქარაშვილი;
  3. გიორგი იასაშვილი;
  4. ბელა კოპალიანი;
  5. ვასილ მაღლაფერიძე;
  6. ალექსი ნონიაძე;
  7. ლაშა ტუღუში;
  8. ლია შავგულიძე;
  9.  დონარა შონავა;
  10. ზაზა ხუციშვილი

საქართველოს პარლამენტმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა. საბოლოოდ უნდა შეარჩიონ 3 წევრი, ვინაიდან ვადა ეწურება საბჭოს ამდენივე მოქმედ წევრს:

  1. ბორდის თავმჯდომარეს, ირინა ფუტკარაძეს, რომელიც სახალხო დამცველის კვოტით იყო არჩეული;
  2. ირაკლი პაპავას, რომელიც „ქართული ოცნების“ კვოტით იყო არჩეული
  3. გია ნიჟარაძეს, რომელიც ოპოზიციის კვოტით აირჩიეს.

საბჭოს წევრობის იმ მსურველებს შორის, რომელთა კანდიდატურებიც საპარლამენტო კომისიამ შეარჩია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი და პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, ვასილ მაღლაფერიძეა.

7 აპრილს, საბჭოს წევრთა შესარჩევ სხდომაზე, მაღლაფერიძემ “სრული აბსურდი” უწოდა ინფორმაციას ე.წ. შავი სიების არსებობაზე, რომელთა შესახებაც ტელეკომპანიის რამდენიმე ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა.

“ეს არის აბსურდი” — მაღლაფერიძე სამზაუში ე.წ. შავი სიების არსებობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი